სკოლის შესახებ

ჩვენი სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლა მხოლოდ აკადემიური პროცესით არ შემოიფარგლება — ეს არის სივრცე, სადაც ბავშვები ყოველდღიურად ვითარდებიან როგორც პიროვნებები, სწავლობენ ურთიერთობას, პასუხისმგებლობასა და შემოქმედებითობას.
ესაფრთხო,მყუდრო და სასიამოვნო გარემო, სადაც მოსწავლეები, თანამშრომლები კომფორტულად გრძნობენ თავს:
პროფესიონალი, მზრუნველი, მოსიყვარულე და მეგობრული პედაგოგები, რომელთა საშუალებითაც თითოეულ მოსწავლეს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა თავისუფლად გამოავლინოს და განავითაროს თავისი ნიჭი,  უნარი, მიდრეკილება, განეწყოს პოზიტიურად და გაუძლიერდეს სწავლისადმი ინტერესი, სანიმუშო წესრიგი და თანამშრომელთა სამაგალითო ურთიერთდამოკიდებულება, რაც უდიდეს დადებით გავლენას ახდენს მოზარდთა პიროვნებად ჩამოყალიბებასა და სწავლა- აღზრდის ხარისხზე:
სუფთა, ნათელი, სათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახები და კლასებში მოსწავლეთა მ ც ი რ ე რაოდენიბა, რაც ხელს უწყობს მოსწავლეს მაქსიმალურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და მიიღოს ხარისხიანი განათლება:
გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა და უცხო ენები.:
მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დამატებით ტარდება მეცადინეობები ცალკეულ საგნებში:
სკოლა მუშაობს გახანგრძლივებული დღის რეჟიმითაც საღამოს 5 საათამდე. (ამ რეჟიმით მომსახურების სურვილის შემთხვევაში)
სკოლაში ფუნქციონირებს სასკოლო კლუბები:
1) ეკოკლუბი “მეტი სიცოცხლისათვის”
2) ლიტერატურული კლუბი”თვალსაწიერი”,”აზრი აზრში”
3) სამოქალაქო განათლების კლუბი იბერიელები
4) მათემატიკური წრე ევკლიდეს ალგორითმი:
5) ინგლისურის Rader:
სადამრიგებლო პროგრამები-საინტერესო აქტივობებით:
ეკოლოგიურად სუფთა გარემოში (ზღვისპირა პარკში)მიზნობრივი გასეირნება იბერიელებისთვის ყველაზე საჭირო აქტივობად იქცა ( 6 მაისისპარკი-ჩვენი იბერია ჩვენი მტკიცე ოჯახია აქ სითბო და სიყვარულია.

ბოლო სიახლეები

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სკოლა იბერიის ისტორიის წრის ინიციატივით, სახელმწიფო ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა საინტერესო აქტივობები ...

სინათლის როლი თესლის აღმოცენებაში

საგანი:ბუნებისმეტყველება კლასი:მე- 3 მასწავლებელი: ხატია ქარცივაძე კვლევა: სინათლის როლი თესლის აღმოცენებაში! მიზანი:დავადგინოთ, რით განსხვავდებიან განათებულ ადგილზე აღმოცენებული მცენარეები ბნელ ადგილზე ...

წიგნის კითხვის კვირეული იბერიაში

კითხვა, მხოლოდ სიტყვების ამოკითხვა არ არის — ეს არის გზა, ფანტაზიის გაღვიძების, აზროვნების განვითარებისა და სამყაროს შეცნობისაკენ. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ...

“ამეტყველებული ბუნება”

ართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ღია ცის ქვეშ. Viკლასი პედაგოგი: ლამზირა აბულაძე გაკვეთილის თემა: ამეტყველებული ბუნება კიდევ უფრო საინტერესო, მგრძნობიარე ...

დაგვიკავშირდით

    Scroll to Top